More

    ბექა დავითულიანი – ქალაქი და მისი არქიტექტურა საზოგადოების სახეა, დღეს ჩვენი სახე არის დამახინჯებული და უნდა გამოვასწოროთ

    spot_img
    „ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი ბექა
დავითულიანი - Digest.ge

    „ქალაქი და მისი არქიტექტურა საზოგადოების სახეა, დღეს ჩვენი სახე არის დამახინჯებული და უნდა გამოვასწოროთ“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

    როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ქალაქის ქაოსური განაშენიანება არის მთავარი პრობლემა და პოლიტიკური კუთვნილების გამო ქალაქის ინტერესს არ დააზიანებს. „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვისაც, ჩემთვისაც და ყველასთვის ამ ქალაქის ქაოსური განაშენიანება არის მთავარი პრობლემა, ხომ არ გგონიათ, რადგან სახელისუფლებო გუნდს წარმოვადგენ, ამ ქალაქს რამე მირჩევნია და რომელიმე პოლიტიკური კუთვნილება, არა, რა თქმა უნდა. ამას ვაწერ ხელს იმიტომ, რომ მოცემულობას უბრალოდ ვერ შევცვლით და ადამიანებს ვერ გამოვყრით უკვე ნაყიდი სახლებიდან, დეველოპერებს პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვთ და აქ უნდა გავყინოთ ეს სურათი. ამის მერე ვინც მსგავს ჩაიდენს, ციხეში წახვალთ და გაჩერდით, იმიტომ რომ მართლა საზოგადოების სახეა ქალაქი და მისი არქიტექტურა და დღეს ჩვენი სახე არის მახინჯი, უნდა გავყინოთ და გამოვასწოროთ ეს ჩვენი სახე.“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

    მისი თქმით, დეველოპერები, რომლებიც, როგორც წესი, აშენებენ, წინასწარ ყიდიან ამ სახლებს და მერე ისე გადიან, რომ ეს რჩება მოქალაქეების პრობლემად.

    „ჩვენ ამნისტიას ვუკეთებთ მოქალაქეების ქონებას და არა დეველოპერების. იმიტომ რომ, დეველოპერების 99 % თავს ანებებს ამ მშენებლობას, უტოვებს მოქალაქეებს და ეს მოქალაქეები ასეთი სახით თავის ქონებას ვეღარ განკარგავენ. ეს არის მოცემულობა. არსებობენ ძალიან არაკეთილსინდისიერი დეველოპერები, რომლებმაც აგვიშენეს სპორტის სასახლის უკან, რაც აგვიშენეს. აგვიშენეს პირველი სკოლის უკან მდებარე კორპუსი და ა.შ. მათ შორის, არსებობენ წესიერი დეველოპერები, რომლებსაც გვინდა თუ არა, აქვთ გარკვეული დარღვევები,“ – აღნიშნა დავითულიანმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !