More

    ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა

    spot_img

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა და ამ დროისთვის 29.7 წელს შეადგენს. 

    პუბლიკაციის „ქალი და კაცი საქართველოში 2020“ მიხედვით, ქორწინების საშუალო ასაკი ქვეყანაში ბოლო 10 წელია სტაბილურად იზრდება.

    „რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკმა, 2009-2019 წლებში, სტაბილური ზრდა აჩვენა: ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2009 წელს 26.5-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს – 29.7-ს.

    კაცების შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად იყო გამოხატული, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა შესაბამისად 30.2 და 32.6 წელი შეადგინა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

    👉 ინფორმაციისთვის, პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2019 წლის ძირითად ტენდენციებს ასახავს.

    👉 პუბლიკაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით მოამზადა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here