More

    ბოტიჩელის მიერ შექმნილი პორტრეტი აუქციონზე 92 მლნ დოლარად გაიყიდა

    spot_img

    აღორძინების ეპოქის იტალიელი ფერმწერის, სანდრო ბოტიჩელის ტილო „ახალგაზრდა კაცი მედალიონით“  ნიუ-იორკის Sothebyʼs აუქციონზე 92 მილიონ 200 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ cnn.com იუწყება.

    ეს ბოტიჩელის ნამუშევრებისთვის რეკორდია, რაც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. 2013 წელს მისი ნახატი „მადონა ჩვილით და ახალგაზრდა იოანე ნათლისმცემელი“ 10,4 მლნ დოლარად გაიყიდა.

    ტილოს მყიდველის ვინაობა არ სახელდება. „ახალგაზრდა კაცი მედალიონით“ სანდრო ბოტიჩელიმ 1470–1480 წ.წ. შექმნა. ეს ფერმწერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოა.

    XVIII საუკუნიდან ტილო უელსელი არისტოკრატების ერთ-ერთ ოჯახს ეკუთვნოდა.

    ასევე იხილეთ:

    ბოტიჩელის იშვიათი პორტრეტი ნიუ-იორკის აუქციონზე იყიდება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here