More

    „ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“ – მოძრაობა „სირცხვილია“ შაბათს დაგეგმილ აქციას არ აუქმებს

    spot_img

    მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შაბათს დაგეგმილ აქციას არ გააუქმებენ. 

    მისი თქმით, ტრანსპორტის, სკოლებისა და ობიექტებს გახსნა საზოგადოების წნეხის შედეგად განხორციელდა.

    „ეს გახსნაც არა ჯანდაცვის, არა ეკონომიკის, არამედ პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ განსაზღვრა.“ – წერს აქტივისტი.

    დიღმელაშვილის თქმით, არა ვირუსის მართვის, არამედ ბლანკეტური გახსნა-ჩაკეტვის რეჟიმში ვართ.

    „კრედიტების სუბსიდიაზე წვდომით დაშანტაჟებულ ობიექტებს ღია სივრცეში მუშაობის განახლების ნებას რთავენ. თუმცა რაც სახელმწიფოს გასაკეთებელი იყო, საჯარო სკოლებისა და ტრანსპორტის სანიტარული ადაპტაცია – არ გაუკეთებიათ. გახსნას არ აპირებდნენ და ამიტომ? თუ საჭიროდ არ მიაჩნიათ და ამიტომ?
    ანუ ისევ, არა ვირუსის მართვის, არამედ ბლანკეტური გახსნა-ჩაკეტვების რეჟიმში ვართ. ამოგვაყვინთეს ჰაერის ჩასასუნთქად, როცა წნეხი გაიზარდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, მესამე ტალღა კვლავ საკმარისი მიზეზი აღმოჩნდება, ქვეყანას სასუნთქი არხები დაუხშონ.“ – წერს აქტივისტი.

    იგი აპროტესტებს „კომენდანტის საათის“ ძალაში დატოვების საკითხს და მას არაკონსტიტუციურს უწოდებს.

    „კომენდანტის საათის “ხიდით” გადავალთ მომდევნო უგუნურ ჩაკეტვამდე. ამაში გაგვიცვალეს მოპროტესტეებს დროებითი, არაგეგმიური შემსუბუქება.
    აქედან ორი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ:
    1. მარტო ბრძოლას მოაქვს შედეგი.
    2. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.“ – წერს დიღმელაშვილი.

    ბოლოს კი, აქტივისტი შაბათს, 8 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო მსვლელობას აანონსებს და მოუწოდებს საზოგადოებას მასში მონაწილეობისაკენ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here