More

    გადაღება მომისწრია… გესმით თქვენ, ბოდიშის მოხდა აზრადაც კი არ მოსდით – ვახო სანაიააქამდ ეუცნობ კადრებს აქვეყნებს

    spot_img
    ვახო სანაია

    ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, რამდენიმე-წამიან ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ის მასზე თავდასხმის ეპიზოდს ასახავს.

    „საინტერესოა, მაშველები რას იტყვიან ერთი პროცესზე 7 ივნისს, რა ვერ დაინახეს. 2 დღის წინ ტელეფონს ვასუფთავებდი და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წამის გადაღება მომისწრია. რადგან ავტორეგისტრატორის უწყვეტი მასალა არსებობდა, აღარც გამხსენებია, რომ გვერდიდანაც მქონია გადაღებული ტელეფონით. მეგონა, ფოტო იყო მხოლოდ, რომელი სურათი თუ ამ ვიდეოდან სქრინი იმავე თუ მეორე დღეს მივეცი ჟურნალისტებს.

    დაცვის მხარე ამტკიცებს, რა აბსურდია, როგორ დაეტეოდა მანქანასა და რაღაც ნაგებობას შორის ამდენი ადამიანიო. და საერთოდაც, კარგად იქცეოდნენ ეს „მოგუნდავე ბიჭებიო“. კადრებში ჩანს, როგორ გვიტავენ უკვე თავდასხმისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგაც კი მანქანაში მსხდომთ.

    მანქანაში ისმის ძიძის ხმა, როგორ კანკალებს ბავშვი. მანამდე და მას შემდეგაც სანი ისტერიკულად ტიროდა. ასევე ისმის როგორ იძახებს ნანა მურისიძე პოლიციას.

    დღეს პროცესზე ავტორეგისტრატორის კადრებს ერთად ვუყურეთ მხარეებს და წყობიდან გამომიყვანა დაცვის მხარისა და ბრალდებულების უტიფრობამ. უკვე კადრების ნახვის დროსაც კი ყველაფერს უარყოფენ, ხალხო. ვიდეოში ჩანს უტყუარი ფაქტები და არა, ეგრე არ იყოო ! ასეთი უნამუსობა ცხოვრებაში არ მინახავს.

    გარეთ გამოსულს კი გიგაურის დედა მეუბნება, რა მოხდა მერე დათვრა ვაჟიკოო. გესმით თქვენ, ბოდიშის მოხდა აზრადაც კი არ მოსდით. გიგაური ესაა, ამ ვიდეოში რომ მანქანის კარის გამოღებას ცდილობს.“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !