More

    გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა გაიმართა

    spot_img

    2021 წლის 26 იანვარს გაიმართა გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე, განხილვისას წარადგინა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით განხორციელებული რეფორმების შესახებ.

    საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობისა და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხებს.

    „ანგარიშში განსაკუთრებული თავი აქვს დათმობილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მორიგ ჯერზე, კიდევ ერთხელ იყოს აღნიშნული ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ის პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას – რუსეთის ფედერაციას და ცხადია, რომ ამ მიმართულებითაც დღეს გაიმართა დისკუსია და საქართველომ დააფიქსირა თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ, რომელიც უკვე გამყარებულია საერთაშორისო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებით, რომელიც სული რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული,“ – აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

    ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პარტნიორების მიერ პოზიტიურად შეფასდა ისეთი საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებების საბჭოს ფუნქციური გაძლიერება, ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შემუშავება, სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ მექანიზმების დანერგვა და ქალთა უფლებების მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, შშმ უფლებების კანონის მიღება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერება და ა.შ.

    „ამ ეტაპზე ადამიანის უფლებების მიმართულებით მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა, ხოლო რაც შეეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტთა შორის უმთავრესია კოვიდ რეალობაში ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა.

    აღსანიშნავია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი და უნიკალური მექანიზმი, რომელიც ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here