More

    გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი?

    spot_img
    ვის მოუწევს გაზის 2 თვის
გადასახადის წინასარ
დაფარვა

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში, დღეს, 12:00 საათზე, საჯარო სხდომა გაიმართება.

    კომისიის წევრები შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებენ.

    სემეკმა 2019 წლის 25 დეკემბერს, ბუნებრივი აირის სექტორში, პირველად, სამწლიანი ტარიფები დაამტკიცა. იმ პერიოდისთვის, შპს „თბილისი ენერჯისთვის” სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა – 46.137 თეთრი.

    მაშინ კომისიაში განაცხადეს, რომ ტარიფის შენარჩუნება გაზის შესასყიდი ფასის შემცირებით გახდა შესაძლებელი. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის დეკემბრამდე არ უნდა შეცვლილიყო.

    გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი თბილისში და რატომ გახდა გადაწყვეტილების მიღებიდან, თითქმის წელიწად-ნახევარში კორექტირება საჭირო, კომისიის წევრები განმარტებას კომისიის სხდომაზე გააკეთებენ.

    წყარო: report.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !