More

    „გამიკვირდება პარლამენტში რომ არ შევიდეს“ – რაქვიაშვილი ალეკო ელისაშვილზე

    spot_img

    პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენელი ალექსანდრე რაქვიაშვილი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებსა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას გამოეხმაურა.

    რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ეს ნორმალური და ბუნებრივი პროცესია.

    „პოლიტიკურ სივრცეში ძალიან ხშირია სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. ეს არის ბუნებრივი, ნორმალური პროცესი და აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ერთი მინდა დავამატო, რომ ალეკო ელისაშვილის შეხვედრა თალაკვაძესთან პარლამენტში შეხვედრის გარდა, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.

    რაღაცნაირად გამიკვირდება, რომ პარლამენტში არ შევიდეს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

    ინფორმაციისთვის, ალეკო ელისაშვილს, ლევან იოსელიანსა და მმართველი გუნდის ლიდერებს შორის შეხვედრა დახურულ კარგს მიღმა იმართება.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „პრობლემას ვერ ვხედავ“ – ჯაფარიძე „მოქალაქეებისა“ და მმართველი გუნდის ლიდერების მოლაპარაკებაზე

    ✔️ „თუ შევთანხმდებით პარლამენტში შევალთ“ – ელისაშვილი

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here