More

    „გამოდით არ შეგეშინდეთ“ – ნავალნი მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

    spot_img

    რუსი ოპოზიციონერი, კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ კვლავ გამოვიდნენ ქუჩაში.

    „კვლავ გამოდით, არაფრის შეგეშინდეთ. არავის სურს, იცხოვროს ქვეყანაში, სადაც მეფობს უკანონობა და კორუფცია“, – აცხადებს ნავალნი.

    ნავალნის თქმით, ვლადიმირ პუტინის შესახებ შექმნილი საგამოძიებო ფილმი 100 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ნავალნის ფილმს პუტინის სასახლის შესახებ „ფსევდო გამოძიება“ უწოდა.

    აღსანიშნავია, რომ ნავალნის მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში 31 იანვარს არის დაგეგმილი.

    ალექსეი ნავალნი ბერლინიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ 17 იანვარს დააკავეს. 18 იანვარს მას 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იმავე დღეს „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე და სხვადასხვა კორუფციულ სქემებზეა საუბარი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here