More

    „გამოსავალად მიგვაჩნია პროპორციული არჩევნები, 2022 წლის გაზაფხულზე “- მამუკა ხაზარაძე

    spot_img

    პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს. 

    ის განმარტავს, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას თუ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები.

    „პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, “ლელო” და დანარჩენი ოპოზიცია, რომელსაც გაუყალბეს და მოჰპარეს არჩევნები, არ აპირებს ამასთან შეგუებას და პარლამენტში შესვლას.

    ეს დღესავით ნათელი უნდა იყოს მმართველი პარტიისთვის, ჩვენ არ ვაპირებთ მათთან ვაჭრობას და უსაგნო მოლაპარაკების გაგრძელებას, თუ არ იქნება შესრულებული ჩვენი მთავარი მოთხოვნა და მიღწეული მთავარი მიზანი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

    თუ ეს არ მოხდება, გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი და ქართულ ოცნებას მოუწევს სრული პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ერთპარტიულ მართვაზე და შექმნილ კრიზისზე, ხოლო საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი დარჩება პარლამენტში წარმომადგენლობის გარეშე -“განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

    ლელოს აზრით ყველაზე რეალისტურ გამოსავლად მიგვაჩნია სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე – ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკოს ახალი შემადგენლობით.

    „2022 წელი იმიტომ , რომ წელს ადგილობრივი არჩევნებია ჩასატარებელი, შესაბამისად, ორი არჩევნების ჩატარება ერთდროულად არარეალურად გვეჩვენება.
    მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ მძიმე ვითარების განმუხტვის პროცესში.

    დრო ყველა ჩვენგანის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს! რადგან რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პოლიტიკური კრიზისი, მით უფრო გამწვავდება ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, გაღატაკდება ქვეყანა! მით უფრო რთული იქნება ამ ჩიხიდან გამოსვლა. გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ თითოეული მოქალაქის ხელშია“- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

    იხილეთ აგრეთვე:

    მამუკა ხაზარაძე: თუ მმართველი პარტია არ წამოვა კომპრომისზე, გაზაფხული იქნება ცხელი

    არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ვინც ხალხისგან მხარდაჭერა მიიღეს

    „უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება!“ – მამუკა ხაზარაძე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here