More

    „განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან დაკავშირებით“ – წულუკიანი ჰარცელს პარლამენტში ეპატიჟება

    spot_img

    საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი უმრავლესობის წევრის თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროების საკითხს გამოეხმაურა და უსიამოვნო სიურპრიზი უწოდა.

    ევროკავშირის ელჩის განცხადებას სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

    „ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით.“ – წერს წულუკიანი

    „ღიად ვიტყვი, რომ როდესაც ეს მოვისმინე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია და ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას“, – აცხადებდა ჰარცელი.

    იხილეთ აგრეთვე:

    „ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება“ – ნიკა გვარამია თეა წულუკიანის მიერ ნომრის გასაჯაროებაზე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here