More

    „განცხადებები პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით სრულებით მოკლებულია საფუძველს“ – მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარების თაობაზე

    spot_img

    პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის თქმით, განცხადებები პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით სრულებით მოკლებულია საფუძველს.

    „ვინაიდან, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ რაც მოხდა და რაზედაც ვიხილეთ სამართლებრივი რეაგირება.“ – ასე განმარტა სარჯველაძემ საკუთარი პოზიცია.

    მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ნიკა მელიას ქმედებები სამართლის დემონსტრაციულად უგულებელყოფას წარმოადგენს.

    „მე არ მგონია პოლიტიკოსს ჰქონდეს ამის უფლება, როდესაც ის დემონსტრაციულად არაფრად აგდებს მოქმედ სამართალს.“ – განაცხადა სარჯველაძემ.

    ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას ბრალი 25 ივნისს წაუყენეს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების გამო,

    3 ივლისიდან მასზე ელექტრონული სამაჯურით ხორციელდებოდა მონიტორინგი,

    2 ნოემბერს მან საჯაროდ მოიხსნა სამაჯური, რის შემდეგაც, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, შედეგად კი მელიას გირაოს ოდენობა გაეზარდა.

    აგრეთვე იხილეთ:

    „კანონს ვინც არღვევს შესაბამისად აგებს პასუხს“- კუჭავა ნიკა მელიაზე

    „ნიკა მელიასადმი წარდგენილი ბრალდება აბსურდულია“ – ალეკო ელისაშვილი

    ნიკა მელია გირაოს თანხას არ იხდის – ის პროკურატურაშია დაბარებული

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !