More

    გარუჯვის გამო დამწვრობის ცენტრში უკვე 2 პაციენტს მკურნალობენ

    spot_img
    გუგა ქაშიბაძე

    ზაფხულის დადგომასთან, მზით დამწვრობის შედეგად თბილისის დამწვრობის ცენტრში ამჟამად 2 პაციენტს მკურნალობენ.

    „ამ წუთს 2 ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში. რუჯის მიღების მიზნით მიიღეს ზედაპირული დამწვრობა მთელ სხეულზე. რეკომენდებულია მზეზე ყოფნა დილის 11 საათამდე და დღის 4 საათის შემდეგ. განსაკუითრებით უნდა მოვარიდოთ მზისგან პატარა ბავშვები და მოხუცები. მათი საცურაო კოსტიუმები მაქსიმალურად უნდა ფარავდეს სხეულს, თუ იქნება გრძელ სახელოიანი და გრძელი შორტები უკეთესია“ – აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.

    დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს, გარუჯვის პროცესში მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები და მზეს ბავშვები და მოხუცები მოარიდონ.

    რაც შეეხება ლეღვის ნახარშით მიღებულ დამწვრობებს – წელს ამ მიზეზით კლინიკაში ჯერჯერობით არავინ მოხვედრილა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !