More

    გარყვნილი ქმედება მცირეწლოვან გოგონებთან – დიდი დიღმის სკოლებმა და ბაღებმა გამაფრთხილებელი წერილები მიიღეს

    spot_img
    თბილისი

    იძებნება მამაკაცი, რომელიც სკვერებში მცირეწლოვან გოგონებთან სავარაუდო გარყვნილ ქმედებაში შენიშნეს. თვითმხილველები დიდ დიღომში ბოლო ასეთ ფაქტს ორი დღის წინ შეესწრნენ. უბნის შიდა ჯგუფში მომხდარის დეტალები ადგილობრივმა მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა დაწერა. “კურიერის” ინფორმაციით, პოსტის ავტორი გამომძიებელმა უკვე გამოკითხა.

    სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ, დიდი დიღმის მცხოვრებლები მსგავსი აღნაგობის მამაკაცის სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზეც წერენ.

    სკვერს, სადაც საეჭვო ქმედებებში შემჩნეული მამაკაცი ხშირად დადის, 3 სააღმზრდელო დაწესებულება ესაზღვრება. მოზარდების მშობლებმა სკოლებისა და ბაღების შიდა ჯგუფებში გამაფრთხილებელი წერილები მიიღეს.

    ინფორმაციითვის, დიდი დიღმის დახურულ ჯგუფში პოსტი ვრცელდება, რომლის მიხედვითაც დიდი დიღმის ერთ-ერთ სკვერში ხანშიშესული კაცი პატარა გოგონას საეჭვოდ ეკონტაქტებოდა.

    „მოგესალმებით უბნელებო. მესამეში, ერთ-ერთ სკვერში თუ შეგინიშნავთ ჭაღარათმიანი მამაკაცი, რომელიც ხშირად არის ნასვამ მდგომარეობაში და გამუდმებით ეძახის ბავშვებს, რომ მივიდნენ მასთან.

    დღეს შევესწარი, მეხუთეკლასელ გოგონასთან ერთად იჯდა და ამ ბავშვს ეუბნებოდა, რომ არის ულამაზესი, გამოჰკითხა, სად ცხოვრობდა და ვისთან ერთად, ცოტა ხანში ხელზე ეფერებოდა. ამ ბავშვს თვალით რამდენიმჯერ ვანიშნე, რომ გამოსულიყო და თავი აერიდებინა. ბოლოს კი ამ კაცმა ამ გოგონას უთხრა: წამოდი, 3 წუთით გამყევიო. ამ ბავშვმა, არ მინდა არსად წამოსვლა, ძლივს გამოვედი სახლიდანო. და ეს კაცი ეუბნება, გთხოვ რა, არ მაწყენინოო. ეს ბავშვი ადგა, დაავლო ჩანთას ხელი და გაიქცა სასწრაფოდ, ოღონდ ამ კაცმა ბოლომდე გააყოლა თვალი, სად მიდიოდა. რაღაცნაირად ძალიან შემეშინდა. ძალიან გთხოვთ, დედებო, ყურადღებით იყავით. არ მომწონს ამ ადამიანის საქციელები“, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !