More

    გახარიას პარტია ცდილობს, „ქართული ოცნების“ ხმებზე იპარაზიტოს – მამუკა მდინარაძე

    spot_img
    უმრავლესობის წევრი
მამუკა მდინარაძე

    „გიორგი გახარიას გუნდის წევრებს სურთ წარმოაჩინონ, თითქოს ეს არის „ქართული ოცნება-2“, ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმით შექმნილი ალტერნატივა, ეს ნარატივი მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ამა თუ იმ ფლანგს აწყობს” –  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

    „გიორგი გახარიას გუნდის წევრებს სურთ წარმოაჩინონ, თითქოს ეს არის „ქართული ოცნება-2“, ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმით შექმნილი ალტერნატივა, ეს ნარატივი მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ამა თუ იმ ფლანგს აწყობს” – „ქართული ოცნების“ აღმსრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

    „ჩვენი გუნდის პოზიცია, რომელიც ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა, ემყარება ფაქტებს. რომ ყოფილიყო 17-18 თებერვალს საუბარი იმაზე, რომ პირობითად, ჩავრეულიყავით პოლიციის საქმეებში და მოგვეთხოვა, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება – ესეც კი არ იყო მაშინდელი პრემიერის პოზიცია. ის ამბობდა, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური ჩარევა და მხოლოდ 2-3 დღით უნდა გადავდოთ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რა იყო ამის რეალური მიზეზი. ნებსით თუ უნებლიეთ ეს მაშინ აწყობდა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“.

    რატომ გააკეთა გახარიამ ეს, ვერცერთი ჩვენი თანაგუნდელი ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს მხოლოდ თავად გახარიამ უნდა განმარტოს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ აქტივობას, ვფიქრობ, რომ წაქცეულებს არ ურტყამენ. მათ სურთ წარმოაჩინონ, თითქოს ეს არის „ქართული ოცნება-2“, ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმით შექმნილი ალტერნატივა – ეს ნარატივი ასევე მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ამა თუ იმ ფლანგს აწყობს. ვხედავთ, რომ მინიმუმ 2 ტელევიზია ცდილობს ეს ნარატივი საზოგადოებას მოახვიოს თავს. პეტრე ცისკარიშვილმა და გიგი უგულავამ პირდაპირ თქვეს, რომ ეს პარტია არის „ტროას ცხენი“, რომელმაც 43%-ს უნდა ჩამოაცილოს „ქართული ოცნება“.

    თუმცა ეს წარმოუდგენელია – მათ ვერ წარმოუდგენიათ, რამდენად ბრძენია ქართული საზოგადოება. დღესაც კი ყოფილი პრემიერის გუნდის წევრებად პოზიციონირებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი დალაგებულია „ქართული ოცნების“ შიგნით. ამით ცდილობენ, იპარაზიტონ „ქართული ოცნების“ ხმებზე,“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ საუბარში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !