More

    გახარიას პარტიის დაფინანსების საკითხი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, მოჩანს ყოფილი პრემიერისა და კეზერაშვილის ალიანსი – თამთა მეგრელიშვილი

    spot_img
    იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

    საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი  დავით კეზერაშვილის მიერ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    თამთა მეგრელიშვილის თქმით, ახალი პარტიის დაფინანსების საკითხი ძალიან ბუნდოვანია და თუ კითხვებს სწრაფად არ გაეცემა პასუხი, ეს იქნება ღიად დეკლარირებული ალიანსი.

    „კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება გახარიას პარტიის დაფინანსების საკითხი და დროის გასვლასთან ერთად მოჩანს ყოფილი პრემიერისა და კეზერაშვილის ალიანსი. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბოკერიას პარტია ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამიტომ, ახალი პარტიის მხრიდან თუ სასწრაფოდ არ გაეცა კითხვებზე პასუხები, ეს იქნება ღიად და დეკლარირებულად ამ ალიანსის დადასტურება“, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !