More

    „გახარია საკუთარ გუნდში და ტყუილებში იხლართება“ – ვლადიმერ ბოჟაძე გახარიას გადადგომის ახალ ვერსიაზე

    spot_img
    სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი

    ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე, ტელეკომპანია „პირველში“ ნათია მეზვრიშვილის ეთერს ეხმიანება და აცხადებს, რომ გახარია საკუთარ ტყუილებში იხლართება და მისი გადადგომის რეალური მიზეზი მელიას დაკავების საკითხი არ ყოფილა.

    ექსპერტის ვარაუდით, ეს „გუნდი“ იმაზე უფრო მალე დაასრულებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

    „რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ გახარია საკუთარ გუნდში და ტყუილებში იხლართება. აქამდე თუ ვიცოდით, რომ ის გადადგა, რადგან ვერ მიაღწია შეთანხმებას გუნდთან მელიას დაკავების საკითხზე, ახლა გვეუბნებიან რომ გადადგომა მანამდეც უნდოდა. ამიტომ, ამ ტყუილებში რადგან კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები ჩნდება, ხოლო პასუხების ნაცვლად მორიგ ტყუილებს ვისმენთ, ეს „გუნდი“ იმაზე უფრო მალე დაასრულებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია,“ – წერს სოციალურ ქსელში ვლადიმერ ბოჟაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !