More

    გახარია: შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ

    spot_img

    „დადებითობის მაჩვენებელი უკვე მიუახლოვდა 4%-ს და როგორც ჩანს დღევანდელი მონაცემები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს. ამიტომ ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ ერთი კვირის განმავლობაში ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   

    მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების გახსნით უნდა დაიწყოს.

    „ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ამას თან ერთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება და ამაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

    როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეზღუდვების მოხსნა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობას გაზრდილი საფრთხე არ შეექმნას.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here