More

    „გახსოვდეთ, რომ სოფელ შუქრუთში 5 ადამიანს პირი აქვს ამოკერილი და მთავრობა მათთან არ ჩადის“

    spot_img
    ბაია_ პატარაია

    უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სოფელ შუქრუთის მკვიდრების პროტესტზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ კომპანიამ ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები დუნგრიეს და მთავრობას კი მოქალაქეებთან საუბარი არც დაუწყია.

    პატარაია საზოგადოებას დაზარალებულების მიმართ სოლიდარობის გამოჩენას სთხოვს.

    „გახსოვდეთ, რომ სოფელ შუქრუთში 5 ადამიანს პირი აქვს ამოკერილი, რადგან „ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოებმა სახლები დაუნგრიათ. ხელისუფლება არ ჩადის მათ სანახავად და დასახმარებლად!
    2 დღის წინ კი 2 ადამიანს გადასხმები დასჭირდა შიმშილობისაგან დასუსტებულებს.

    ეს უნდა იყოს დღის პირველი ამბავი ყოველ დღე, მაგრამ არ არის. ამიტომ ჩვენ გავხადოთ, ჩვენ ვილაპარაკოთ ამაზე ყველამ, ყველას სტატუსი უნდა იყოს ამაზე და მერე ძლიერნი ამაქვეყნისანიც ალაპარაკდებიან.
    ჩვენ ეს შეგვიძლია!“ – წერს პატარაია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !