More

    გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

    spot_img
    გენერალური პროკურორის
მოადგილე ნათია
მერებაშვილი უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებათა იურიდიული
ფაკულტეტების ხელმძღვანელ
პირებს შეხვდა

    საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი და პროკურატურის თანამშრომლები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

    უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით გამართულ შეხვედრას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც პროკურატურის საქმიანობის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ მიმართულებებს, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე პროექტებს და არსებულ სტაჟირების სისტემას გაეცნენ.

    „როგორც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სტუდენტების, მომავალი თაობის პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. მისივე თქმით, პროკურატურა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად სრულ მზაობას ყოველთვის გამოხატავს.

    შეხვედრის ფარგლებში ასევე, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

    უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პროკურატურასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობის გააქტიურებას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის მიღების ხელშეწყობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !