More

    გენერალ-მაიორის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები (ვიდეო)

    spot_img

    „ახალმა კვირამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა 3 წლის წინ, რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბულის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე ახალი მტკიცებულებები, რომელიც ამ დრომდე გახმაურებული არ იყო.

    რატომ არ სჯერა ოჯახს სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, მკვლელობაში ბრალდებულის, ჭანტურიას უდანაშაულობის?!

    რა არგუმენტი აქვს დაცვის მხარეს და რა გახდა მკვლელობის სავარაუდო მოტივი?! ნახეთ ბელა ზაქაიძის სიუჟეტი:

    ცნობისთვის, გენერალ-მაიორი სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე საკუთარ კაბინეტში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია რუსთავის სასამართლომ გაამართლა. მას 6 წლიანი პატიმრობა მხოლოდ იარაღის ბრალდებით აქვს მისჯილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჭანტურიას საქმის განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროკურატურა ქუთათელაძის მკვლელობაში ჭანტურიას დამნაშავედ ცნობას ითხოვს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here