More

    გენრი დოლიძე – მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „მოქალაქეები“

    spot_img

    პარტია „მოქალაქეების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „მოქალაქეების“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

    მისი თქმით, ის ტოვებს ოჯახს, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩააქსოვა.

    „ახლა, როგორც ამ გუნდის ყოფილ წევრს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალეკოს და ლევანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასოდეს შემპარვია ეჭვი. პირიქით, ბევრი რამ შიგნიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ეს ადამიანები თავისი გადასახედიდან შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ რომ ასე სწამთ!.. “ – აღნიშნავს დოლიძე.

    მისი განმარტებით, იგი საერთო მიზნისკენ სავალ გზას განსხვვებულად ხედავს.

    „ერთი წამითაც არ ვნანობ რომ გამოვედი კომფორტის ზონიდან და „ბინძურ საქმეში“ ჩავდექი ქვეყნის სარეველა ბალახების გასაწმენდად.“ – აღნიშნავს გენრი დოლიძე.

    იგი აანონსებს, რომ ბრძოლას სხვა ფლიგელიდან აგრძელებს და უბრუნდება სამოქალაქო აქტივიზმს არანაკლები რწმენითა და მობილიზებით.

    „წარმატებები ჩემს, აწ უკვე ყოფილ პარტიას, და მადლობა უშუალოდ ჩემს გუნდს ერთსულოვნებისთვის, ერთგულებისთვის.“ – აღნიშნავს იგი განცხადების ბოლოს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here