More

    „გვეღირსა, დაიდო რეალურ გარემოში ჩატარებული საკმაოდ საიმედო კვლევა“ – გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

    spot_img
    სამედიცინო საკითხებში
მრჩეველი გიორგი ფხაკაძე

    „საკმაოდ საიმედო კვლევა „სინოვაკის” შესახებ. გვეღირსა, დაიდო რეალურ გარემოში ჩატარებული კვლევა და გვაჩვენა, რომ სინოვაკის 2 დოზის მიღების შემდეგ“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს და კვლევის შედეგებს აქვეყნებს:95% კოვიდ სიკვდილიანობა არის დაწეული.

    90% კოვიდ რეანიმაციაში მოხვედრა დაწეული.

    80% კოვიდ სიმპტომური შრემთხვევები დაწეული. კვლევა ჩატარდა ბრაზილიაში, პატარა ბრაზილიურ ქალაქ სერრანაში, მოსახლეობა 30,000-მდე. მოსახლეობის 95% იყო ვაქცინირებული „სინოვაკით.“

    რეინფიცირების სტატისტიკა არ გვაქვს.

    რამდენი თვე „გაუძლევს“ ეს ვაქცინა და როდის იქნება საჭირო ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა, ეს ინფორმაცია არ გვაქვს.

    ფაქტია, ვაქცინების უმრავლესობა გიცავთ სიკვდილიანობისგან და რეანიმაციისგან100% დაცვა არ აქვს არც ერთ ვაქცინას.

    სამედიცინო პირბადე მაინც არის აუცილებელი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !