More

    ,,გთხოვთ,ბრმად ნუ აყვებით, მოკლედ აგიხსნით,რაშია საქმე”- გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

    spot_img
    ფხაკაძე გიორგი

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელიც უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდება. ის გავლენიან მედია გამოცემას The New Yourk Times-ს მეცნიერულად დაუზუსტებელი სტატიის გამოქვეყნებისთვის აკრიტიკებს.

    ,,ეს არის დეზინფორმაცია!

    “ნიუ იორკ ტაიმსმა” დადო სასწაული სათაური და ასეულობით წერილი მივიღე ამასთან დაკავშირებით. ახლა მოკლედ აგიხსნით, რაშია საქმე:

    კვლევა ჩატარდა 77 ადამიანზე! ხომ მაგარი კვლევაა?!

    კვლევა ეფუძნება 2007 წლის კვლევას/თეორიას, რომ იმუნიტეტი “იმახსოვრებს” ვირუსებს (ნახეთ ბმულში)
    ამ სტატიაში მკაფიოდ წერია, რომ ვირუსის გრძელვადიანი “მახსოვრობა” არის შესაძლებელი მარტო იმ ადამიანებში, ვინც ვირუსი გადაიტანა.

    ვინც ვაქცინირდა, მასზე ეს გრძელვადიანი “მეხსიერება” არ ვრცელდება და პირველი დოზიდან, ალბათ, 6 თვეში, ზოგი “პლაცებო” ვაქცინის შემთხვევაში – ალბათ, 3 თვეში, ზოგი კი 9-12 თვეში იქნება საჭირო “ბუსტერი” ვაქცინის გაკეთება;

    გთხოვთ, ბრმად ნუ აჰყვებით ასეთ კვლევებს. ეს არის ვიწრო მეცნიერული მსჯელობის საკითხი და საზოგადოება ასეთი სტატიებით უფრო იბნევა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკები იზრდება. გისურვებთ ჯანმრთელობას”, – წერს ფხაკაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !