More

    გია აბაშიძე – თუ „ფორმულამ“ რეალურად „იწინასწარმეტყველა“ გახარიას პარტიის ზუსტი სახელწოდება და პრეზენტაციის თარიღი, შეკითხვები, მტკიცებით ბრალდებებში ხომ არ გადაიზრდება?

    spot_img
    ანალიტიკოსი გია აბაშიძე
Digest.ge

    „მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე გადამდგარი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური პარტნიორია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის ყოფილი წევრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ სპონსორი, გაქცეული დავით კეზერაშვილი,“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

    როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, გიორგი გახარიას ოპოზიციაში გამოჩენისთანავე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გაჩნდა:

    „საზოგადოებაში დიდი ხანია დამკვიდრებულია მყარი აღქმები იმის შესახებ, რომ თუ ესა თუ ის არასახელისუფლებო პოლიტიკური აქტორი ინტენსიურად შუქდება ამა თუ იმ ოპოზიციურ ტელევიზიაში, მას მხარს უჭერენ იმ კონკრეტული ოპოზიციური ტელემაუწყებლების დამფინანსებლები.

    გიორგი გახარიას ოპოზიციურ ველზე გამოჩენისთანავე, გაჩნდა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი უამრავი შეკითხვა. კერძოდ:

    – რა პოლიტიკურ პლატფორმაზეა, რა პოზიციონირება აქვს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, სახელმწიფოს დარგობრივ განვითარებაზე, მიღწევებზე, შეცდომებზე და ა.შ?

    – სხვა პარტიებიდან ვინ მოიაზრებიან მის პოლიტიკურ პარტნიორებად?

    – რეალურად, ვინ არიან (მომავალი) პარტიის დამფინანსებლები?

    – აქვს თუ არა მას დასაყრდენი რადიკალურ ოპოზიციურ მედიაში?

    – დეკლარირებული რამდენიმე დეპუტატისა და ყოფილი მერების/ვიცე-მერების გარდა, ვინ არიან მის უახლოეს გარემოცვაში?

    – თუ „ფორმულამ“ რეალურად „იწინასწარმეტყველა“ გახარიას პარტიის ზუსტი სახელწოდება და პრეზენტაციის თარიღი, შეკითხვები, მტკიცებით ბრალდებებში ხომ არ გადაიზრდება?..

    შეკითხვა მრავალია, პასუხები კი ჯერჯერობით არ ჩანს.

    P.S. რატომღაც დღეს დილითაც ჩავხედე აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს FARA-ს [უცხოელი აგენტების რეგისტრაციები/დეკლარაციები, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ/PR- საქმიანობას ამერიკაში] ვებგვერდს. როგორ გვინდა მსგავსი რამ საქართველოშიც ზედმეტი შეკითხვების თავიდან ასაცილებლად,“ – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !