More

    გია ვოლსკი: ეს იყო უბოროტო განცხადება და ყველასთვის ცნობილი ნომრის დასახელება

    spot_img

    „ასეთი უბოროტო განცხადება და ყველასათვის ცნობილი ნომრის დასახელება არ უნდა იწვევდეს იმას, რომ ვთქვათ მე ან რომელიმე სხვას, აქეთ თუ იქითა მხრიდან, შემოსდის  წერილობითი განცხადებები ან ზარები“, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადებას. 

    მისი თქმით, მეორე მხარე უტაქტო განცხადებებსა და ოპონენტების შეურაცხყოფას ყოველდღიურად მიმართავს, ამიტომ მათგან ადამიანის უფლებებზე საუბარი მისაღები ვერ იქნება.

    „სასიამოვნო მართლაც არაფერი არ არის ამაში, მაგრამ მართლაც არასასიამოვნოა დედის გინება და ის უხამსი შეტევა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები ყოველდღე მიმართავენ. მათ თითქოს არასდროს არაფერი დაუშავებიათ და ყოველთვის ევროსტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ. ნურავინ მოიშველიებს ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას საკუთარი უდანაშაულობის ან ანგელოზობის დასადასტურებლად“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

    შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა 2 თებერვალს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა.

    ევროკავშირის ელჩის შეფასებით, ის, რაც სხდომათა დარბაზში მოისმინა, არაეთიკური და არასასიამოვნო სურპრიზი იყო.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    „უსიამოვნო სიურპრიზი იყო“ – ჰარცელი ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე

    თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: 577 20 12 12 და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს

    ლევან იოსელიანი თეა წულუკიანს: კარგი იქნება თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here