More

    გია ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღო განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის

    spot_img

    „ივერი მელაშვილის პოლიტიკური წიაღსვლები ნაკლებად საინტერესოა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, პროკურატურის მტკიცებულებები არის თუ არა შესაბამისობაში იმასთან, რასაც ეს ადამიანი ამბობს,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

    მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღო განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის.

    „აღმაშფოთებელია და სრული ლუსტრაციაა ის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, განსაკუთრებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღო ის განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და არავითარ რუკებზე საუბარი არ არის, ივერი მელაშვილი სრულად მხარდაჭერილია თავის განცხადებებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის პოლიტიკური პარტიების მიერ. ეს არის ფაქტი და ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს. ამ ფაქტიდან გამომდინარე იმ ყველაფერზე უნდა ვიმსჯელოთ, რაც ეხება პარლამენტთან, არჩევნებთან, პარტნიორებთან დამოკიდებულებას და შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

    მართლმსაჯულების მიზანი არ არის, ადამიანი დაკავებული ჰყავდეს, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს. სასამართლო წინ არის, გირაოთი გამოშვება იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა იჯდეს და თავის განაჩენს ელოდებოდეს. ეს სახელმწიფოს პოლიტიკას კარგად ახასიათებს, რომლის კანონების მიხედვითაც, სასამართლო მოქმედებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

    28 იანვარს, ივერი მელაშვილმა ტვ პირველის გადაცემაში აღნიშნა, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის:

    „თუ არ გინდა მიზანმიმართულად, შეგიძლია, წყნარად აწარმოო, გინდა გამოკითხვა, თუ სამუშაო ვითარებაში გარკვევა გინდა, მაგიდები დაიდე, გინდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გინდა სხვა უწყებაში. შეიძლება ამ ყველაფრის გარკვევა, თუ გამოძიების წარმოება გინდა, არ არის აუცილებელი ამის აჟიტირება. წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება – თურმე სადღაც რაღაც გვაქვს – არა ჩვენია, კი არ ამბობ, ეუბნები, რომ რაღაც, მოდი ვიმსჯელოთ. არა, გინდა თუ არა ჩვენია, ჩათვალეთ ეს გაფუჭებაა. მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, თანხმდები და ნელ-ნელა მიყვები ამ ყველაფერს. როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია. როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“.

    👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

    👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    👉 28 იანვარს ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

    აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

    გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო

    ვინც იქ იყავით და ხმა არ ამოიღეთ, ამ ნაძირალაზე უარესი ნაძირლები ხართ

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here