More

    გია ხუხაშვილი: გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა

    spot_img
    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

    „გახარიას გამბიტი” – გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა,“ – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    როგორც ხუხაშვილი წერს, გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება:

    „ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა საკუთრივ რიგგარეშე არჩევნების პოსტ-საარჩევნო კოალიციაში „ქართული ოცნების“ პარტნიორად უფრო უნდა მოვიაზროთ.
    შესაბამისად, ახლა გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება. მთელი დაგროვილი ენერგია მის წინააღმდეგ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უნდა გააქტიურდეს,“- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !