More

    გიგა ბოკერია: ვახოზე და იაგოზე კომედი შოუში თუ დამიძახებენ, იქ ვისაუბრებ

    spot_img

    „ჩემი პოზიციაა, რომ ვახოზე, იაგოზე კომედი შოუში თუ დამიძახებენ, მხოლოდ იქ ვისაუბრებ. რომელიმე კარგ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, სიამოვნებით მოვყვები ჩემს შთაბეჭდილებას, აქ – არა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

    ბოკერიას თქმით, „გირჩის“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით სერიოზულ საუბარს არ აპირებს.

    „მაგ ხალხზე სერიოზულად საუბარს აქ არ ვაპირებ. რას ნიშნავს ოპოზიციიდან გარიცხვა, არ მესმის. ეს ხომ იმათ უნდა ჰკითხოთ. უცნაური ამბავი არის, რაღაც სისულელეს მოისმენთ ხოლმე და იმათგან კი არ ითხოვთ განმარტებას – სხვებისგან. ამ ნიაღვარში ჩემს ჩათრევას ცდილობთ და ეს არ მოხდება. სისულელეა, ამიტომ განმარტებას ვერ გავაკეთებ“.

    ინფორმაციისთვის „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მას ემუქრებოდა.

    ამავდროულად პარტია „გირჩის“ ნაწილი, ოპოზიციის საერთო განცხადებაში არ ფიგურირებდა.

    იხილეთ აგრეთვე:

    🔸მივმართავთ “ოცნებას”, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას – ოპოზიციის განცხადება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here