More

    გიგა ფარულავა: ჩამონგრეულ ობიექტში მცხოვრები ოჯახები ბინით დაკმაყოფილებულები იყვნენ

    spot_img

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ე.წ. საკონსერვოს უბანში მდებარე  საერთო საცხოვრებლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ბავშვის ოჯახს განაცხადი ჰქონდა სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამაზე შეტანილი, რაც დაკმაყოფილებული იყო. ამის შესახებ ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ განაცხადა.

    „უშუალოდ ამ ოჯახს განაცხადი ჰქონდა შეტანილი სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში საიდანაც თანხმობა ჰქონდათ მიღებული და უახლოეს პერიოდში მათ უნდა წარედგინათ სახლი, რომელსაც ისინი აპირებდნენ ამ პროგრამის ფარგლებში რომ შეესყიდათ“, -განაცხადა გიგა ფარულავამ.

    მისივე ინფორმაციით, შენობაში 5 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც ასევე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ.

    „შენობაში იმყოფებოდა ქალბატონი თავის შვილთან ერთად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შენობაში ცხოვრობდა 5 ოჯახი, რომელიც დეკემბრის თვეში დაკმაყოფილდა ბინით“, -აღნიშნა მერის მოადგილემ.

    მისივე ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here