More

    გივი მიქანაძე: ვოიცეხ სავიცკისთან შეხვედრაზე გამოიქვა მზაობა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს

    spot_img

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ კახაბერ კუჭავასთან და დელეგაციის წევრ გივი მიქანაძესთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

    ამავე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის საკითხზე იმსჯელეს.

    „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა და ჩართულობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის ძალიან ღირებული,ძალიან აქტიური და გამოკვეთილი. ამის ხაზგასმა არის ისიც, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მეორე ვადით არჩეული იქნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად.

    შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი და გამოითქვა მზაობა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს და ამ ურთიერთობებს საპარლამენტო დონეზე კიდევ უფრო მეტი ეფექტიანობა და შედეგი ჰქონდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here