More

    გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს, აშშ საქართველოს კოვიდვაქცინას გამოუყოფს: ჯინ შაჰინი

    spot_img
    ჯინ შაჰინი

    აშშ-მა დაადასტურა, რომ მზად არის საქართველოს კოვიდვაქცინები გაუზიაროს. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა ჯიმ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა:

    „გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს. თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები“, – თქვა შაჰინმა.

    ცნობისთვის, აშშ კოვიდვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას გადაუნაწილებს.

    რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლიკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე და ამ პროცესს არ დაუკავშირებს პოლიტიკურ კონტექსტსს.

    მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი ეცოდინებათ, თუ რა გეგმით, რა კრიტერიუმების მიხედვით გადანაწილდება ვაქცინები.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !