More

    გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვისურვებ, რომ ყველამ ერთად მომავალ თაობებს გადავცეთ გაძლიერებული და გამთლიანებული საქართველო! – ირაკლი კობახიძე

    spot_img
    „ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

    „დღეს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს ასრულდა არა მხოლოდ ქართველი ხალხის ოცნება, არამედ აღდგა ისტორიული სამართლიანობაც. მაშინ საქართველო დაუბრუნდა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამის შესახებ „ქართული ოცნების,“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს.

    „საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც, ჩვენი გული სიამაყით ივსება, რადგან ქართველმა ხალხმა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეძლო იმ დროისათვის პროგრესული, მოწინავე და ღირსეული სახელმწიფოს შექმნა.
    დღეს საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში.

    გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვისურვებ, რომ ყველამ ერთად მომავალ თაობებს გადავცეთ გაძლიერებული და გამთლიანებული საქართველო!“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !