More

    გიორგი გახარიას უახლოესი პარტიული გარემოცვა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური „სულითა“ და დღის წესრიგით, უსიამოვნო განწყობებს ქმნის – თამთა მეგრელიშვილი

    spot_img
    იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

    იურისტი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმაურება, რომლის თანახმად კობახიძე ექსპრემიერი გიორგი გახარიას გადადგომას „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს უკავშირებს. კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.

    თამთა მეგრელიშვილი ყოფილი პრემიერის გადადგომის მიზეზებზე საუბრობს:

    „რუსთავი 2-ზე” ირაკლი კობახიძის გუშინდელი ექსკლუზივები დამაფიქრებელია. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სვლა და გეგმა, მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვათ ხაზი, გახარიას გადადგომით დასრულდა. გადადგომის შემდეგ მისი საჯარო აღიარება – „არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ,“ – მრავლობით რიცხვში ნათქვამ დაპირებად დარჩა, რადგან, უკვე ჩამოყალიბებული პარტიის პრეზენტაციაზე საზოგადოებაში დასმულ არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაცემულა.”- წერს მეგრელიშვილი.

    მისივე თქმით, გიორგი გახარიას უახლოესი პარტიული გარემოცვა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური „სულითა“ და დღის წესრიგით უსიამოვნო განწყობებს ქმნის.

    „დიდი კითხვის ნიშანია – რა მოხდა, რატომ განიცადა პოლიტიკური ფერისცვალება ყოფილმა პრემიერმა? ის უმრავლესობის შეხვედრაზე აქტიურად ითხოვდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და … პოლიტიკური სიფრთხილის აუცილებლობის მიუხედავად, რატომ წავიდა გუნდიდან გადამწყვეტ მომენტში?! ეს საკითხი განხილვის ფაზაშია, ალბათ, სხვა არაერთი საკითხი გახდება პოლიტიკური განსჯის საგანი. კითხვები უყვარს პოლიტიკას, კითხვებზე პასუხები კი – საზოგადოებას! პასუხები საჭირო და გადამწყვეტია!” – წერს მეგრელიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !