More

    გიორგი გახარია: საბანკო სესხების სუბსიდირების პროგრამა რესტორნებთან ერთად, სპორტული ინდუსტრიის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხებათ

    spot_img

    რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ორგანიზაციებისთვის და ბიზნესისთვის დაწესებულ მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დაიწყო დეკემბრიდან, ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რადგან მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა.

    „მოგეხსენებათ, რომ ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2000 მომართვა იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა.

    დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ტექნიკური მოთხოვნების შესამსუბუქებლად იმისთვის, რომ ამ 2 000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით.

    გარდა ამისა ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ღონისძიება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამე თუ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ორგანიზაციებია და ეს ის ბიზნესებია რომლებიც ასევე პანდემიის შედეგად დაზარალდნენ’, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here