More

    გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია არ დაშლილა, უბრალოდ ორმა ადამიანმა გადაწყვიტა სხვა დღის წესრიგი ჰქონდეს

    spot_img

    „ოპოზიცია არ დაშლილა, უბრალოდ ორმა ადამიანმა გადაწყვიტა სხვა დღის წესრიგი ჰქონდეს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტია „მოქალაქეების“ წევრების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. 

    მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გაფორმდა, „ნახევრად მკვდრადშობილია“.

    „ეს დოკუმენტი ნახევრად მკვდრადშობილია, იმიტომ, რომ არის ამ დოკუმენტში საკითხები, რომლებსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ამავდროულად, ამ დოკუმენტში მნიშვნელოვნად გაუარესებულია ის პუნქტებიც კი, რომელიც ჩვენ გვქონდა შეთანხმებული დიპლომატიურ კორპუსთან.

    მაგალითად ის, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ კომისიის წევრებს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება ექნებათ, ანუ ისინი გახდნენ უბრალოდ დამკვირვებლები, მაშინ, როცა ჩვენ გვინდა უფლებამოსილი კომისიის წევრები, რათა ვაკონტროლოთ პროცესი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

    როგორც მან განმარტა, თუ 2 თებერვალს პარლამენტი ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, საკანონმდებლო ორგანოს 100 მანდატიანი ლეგიტიმაციის შანსიც აღარ ექნება.

    ინფორმაციისთვის, 29 იანვარს, პარტია „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების დოკუმენტი საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

    ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „მოქალაქეები“, შეთანხმების საფუძველზე, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    „ოპოზიციას მანდატები „ქართულმა ოცნებამ“ 2 თებერვლის სხდომაზე არ უნდა შეუწყვიტოს“ – ელისაშვილი

    „თავაწეული შევდივარ პარლამენტში, ხელში დოკუმენტი მიჭირავს“ – ელისაშვილი

    „გამორიცხულია 2 თებერვლამდე იაგო ხვიჩია პარლამენტში შევიდეს“ – ხვიჩია

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !