More

    გიორგი ვოლსკი პეტრ მიკისკას შეხვდა

    spot_img

    პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

    მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

    ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გაზრდილ საფრთხეებზე.

    „მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. ვისაუბრეთ რეგიონში გაზრდილ საფრთხეებზე და ძალთა ბალანსის ცვლილებაზე, რომელსაც რუსეთი ამ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით კი, ომის შემდეგ ახდენს.

    ასევე, ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას ეხება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    ცნობისთვის, დიპლომატისა და ვიცესპიკერის შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე იანა გასპარიკოვა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here