More

    გიორგი მანჯგალაძე დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში მესამედ იკითხება

    spot_img

    დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მესამედ მივიდა. 

    ყოფილი მაღალჩინოსანი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.

    როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, არ იცის რასთან დაკავშირებით არის დაბარებული მესამედ და აპირებს, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი მანჯგალაძე აღნიშნულ საქმეზე პირველად 2020 წლის ოქტომბერში, ხოლო მეორედ უკვე მიმდინარე წლის 13 იანვარს გამოიკითხა.

    👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

    👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    ფარული ჩანაწერები მელაშვილი ილიჩოვას საქმეზე (ვიდეო)

    ადვოკატები დღევანდელ სასამართლო პროცესზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ

    „მოპოვებულია მტკიცებულებები, რომ მელაშვილი და ილიჩოვა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ“ – პროკურორი

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here