More

    გიორგი ფხაკაძე: საშინელებაა, როცა ქვეყანა იმართება Google-ით და არა პროფესიონალებით

    spot_img

    „საშინელებაა, როცა ქვეყანა იმართება Google-ით და არა პროფესიონალებით და ერთ წელიწადში ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ არაფერი ვისწავლეთ“, – ასე აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს. 

    მისი თქმით, შეზღუდვები რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ გაგრძელდება და დროა საქართველომ ვირუსთან თანაცხოვრება ისწავლოს.

    „მე როცა ვთქვი, რომ 2023 წლამდე საქართველო იქნება იმავე მდგომარეობაში, მთავრობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მიპასუხა, რომ ვატყუებ მოსახლეობას. ფაქტია, რომ ვაქცინაციის პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ 6 თვის წინ შედგა და 2023 წლამდე მსოფლიო მოსახლეობის ვაქცინაცია იყო დაგეგმილი, ეს გეგმა ვერ შესრულდება.

    მინიმუმ 2023 წლამდე ჩვენ ასეთი ვითარება გვექნება, როგორიც ახლაა და მანამდე ქვეყანა დაკეტილი ხომ არ იქნება. უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, 2 მეტრიანი დისტანციით, ხელების ხშირი დაბანითა და პირბადის გამოყენებით“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

    👉 ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ვაქცინაციის გეგმის თანახმად, საქართველო კორონავირუსის ვაქცინას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მიიღებს.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    ამირან გამყრელიძე: პირველ კვარტალში 500 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ველოდებით

    ჯანმო: Covid 19-ის ვაქცინების მიწოდება დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის შესაძლოა, თებერვლიდან დაიწყოს

    ამირან გამყრელიძე: წლის შუა რიცხვებში იქნება პირდაპირი მოხმარების ანტივირუსული წამლები

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here