More

    „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მისი ამოცანა პარლამენტში ოპოზიციის შეყვანაა

    spot_img

    ჩემი ამოცანა პარლამენტში ოპოზიციის შეყვანაა, – ამის შესახებ  „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

    „ამ ქვეყანაში ხელისუფლებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა მეგობრებმა პარლამენტარიზმი ჩამოანგრიეს, პარლამენტი ჩამოანგრიეს, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის 30 წლის მონაპოვარი იყო, “ – აცხადებს ხვიჩია.

    იგი უარს აცხადებს ოპოზიციონერების მიზანმიმართულ საპროტესტო პროცესებში მონაწილეობის მიღებაზე.

    იაგო ხვიჩია თავის მიზანზე მიუთითებს : „იქ კონსტიტუცია მაქვს შესაცვლელი, ამათზე კი არ ვნერვიულობ.“

    იგი ოპოზიციას საჯაროდ მოუწოდებს, რომ საკუთარ პირად ინტერესებს ნუ გადააყოლებენ ქვეყნის პარლამენტარიზმს.

    ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

    მანდატების გაუქმების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბრძოლის გაგრძელებას საპროტესტო აქციებით გეგმავს.

    ინფორმაციისთვის, დღეს 6 საათზე ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავენ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here