More

    „გირჩი“ პარლამენტში შევა, თუ არჩევნებზე 0.67%-იანი ბარიერი დაწესდება“ – იაგო ხვიჩია

    spot_img

    „ჩვენი მოთხოვნა არის ბუნებრივი ბარიერი, ვითხოვთ 0.67%-ს. „გირჩი“ პარლამენტშიც შევა თუ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული“, – ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

    მისი თქმით, „გირჩი“ მოქალაქეებსაც გულშემატკივრობს, თუმცა, პარტიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი ბუნებრივი ბარიერის დაწესებაა.

    „ის რაც დევს მნიშვნელოვანია. პირობითად, ვისაც უფრო მეტად ესმის საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი, ამ ხალხის მონაწილეობაც საჭიროა ასეთი ტიპის შეთანხმებაში, რადგან შეიძლება ეს ვიღაცამ გააკრიტიკოს, იმიტომ რომ მხოლოდ ორ სუბიექტს შორის არის. ჩვენთვის, როგორც ვამბობთ, მთავარი საკითხი არის სხვა, მესამე საკითხი. ეს მეორე საკითხი იყო, თუმცა ვგულშემატკივრობთ იმ ხალხს, ვისაც მეორე საკითხი ანუ საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი აღელვებდა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

    ინფორმაციისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობას იწყებს.

    მისი თქმით, საარჩევნო რეფორმისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები თავად შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი იქნებიან.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    „შემოდით პარლამენტში და ვიმუშაოთ საარჩევნო რეფორმაზე“ – ლევან იოსელიანი ოპოზიციას

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here