More

    „გირჩს“ ვერ იხილავთ აქციებზე მანამდე, ვიდრე არ იქნება ოპოზიციის ნამდვილი სამოქმედო გეგმა“ – ვახო მეგრელიშვილი

    spot_img

    „გირჩის“ წევრის ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, პარტია ოპოზიციის მიერ გაზაფხულზე დაანონსებულ საპროტესტო აქციებში მანამდე არ ჩაერთვება, ვიდრე ნამდვილ სამოქმედო გეგმას არ გაეცნობა. 

    მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მშვიდობიანად დასრულებაა.

    „ისეთი ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს შერიგების მცდელობას მხარეებს შორის უნდა გადაიდგას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ამ პროცესს ხელი შევუწყოთ.

    როგორც მინიმუმ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას მანამ, სანამ ეს პარტიები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას. არავითარ შემთხვევაში „გირჩს“ არ იხილავთ აქციებზე მანამდე, ვიდრე არ გვეცოდინება ოპოზიციის ნამდვილი სამოქმედო გეგმა. როგორც ჩანს ნამდვილი გეგმა ჯერჯერობით არავინ იცის.

    ერთადერთი გამოსავალი, რათა რევოლუციური სცენარი არ დაიხატოს ამ ქვეყანაში არის ის, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს მშვიდობიანად“, – აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.

    ინფორმაციისთვის, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მიზნის მისაღწევად, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ მექანიზმად მშვიდობიან საპროტესტო აქციებს განიხილავს.

    პარტიების ნაწილს ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი მიიღებენ თუ არა საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობას.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    „გვჭირდება მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე“ – გიგა ბოკერია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია დაბრმავებულია ძალაუფლების წყურვილით

    „ვფიქრობ, ქართულმა ოცნებამ შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგას და კონკრეტული წინადადებით მოვიდეს ოპოზიციასთან“ – გიორგი ვაშაძე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here