More

    „გლოვოს“ კურიერები გაიფიცნენ (ფოტო)

    spot_img

    „გლოვოს“ კურიერები გაიფიცნენ. ისინი კოსტავას ქუჩაზე არიან შეკრებილი. კურიერები შემცირებულ ანაზღაურებას, საბონუსო სისტემის ხარვეზებსა და კილომეტრაჟის არასწორი გამოთვლის მეთოდს აპროტესტებენ.

    კურიერების თქმით, თუ აქამდე საათში 5,5 ლარი და 1კმ-ზე 40 თეთრი ჰქონდათ ანაზღაურება, კომპანიამ ეს თანხა 2 ლარამდე, ხოლო კილომეტრაჟის საფასური 30 თეთრამდე შეამცირა.

    გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, ასევე გაუმართავია მხარდაჭერის სამსახური, რომელიც კურიერების პრობლემების სწრაფ მოგვარებასა და მათ დახმარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

    გაფიცულ თანამშრომლებს ცოტა ხნის წინ შეხვდა კომპანიის მენეჯერი, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

    კურიერები ამბობენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება. გაფიცულების მთავარი მოთხოვნა ძველი ტარიფების დაბრუნება და მხარდაჭერის სამსახურის ფუნქციური გამართვაა.

    კომპანიის წარმომადგენელთან მომდევნო შეხვედრა 10 თებერვალს ჩაინიშნა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here