More

    „გოგიჩას სხივია ის პატარა, რომელსაც აგვისტოში ველოდებით “- ნათია ბანძელაძის პირველი კომენტარი ნანუკას ორსულობაზე

    spot_img
    ნათია და ნანუკია

    დღეს ცნობილი გახდა, რომ მის „მის საქართველო 2009“ ულამაზესი ნანუკა გოგიჩაშვილი შვილს ელოდება.

    ნანუკა გასულ წელს ნიკოლოზ ნაყოფიაზე დაქორწინდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას შვილია. რამდენიმე თვეში წყვილი შვილს ელოდება.

    „დაიჯესტი“ ნანუკას დედას, ნათია ბანძელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან პირველ ემოციებზე ისაუბრა და გაგვიმხილა, რომ პატარას აგვისტოში ელოდებიან.

    „ჩემთვის ნიკა არის ღმერთის საჩუქარი. ის ისეთ დროს შემოვიდა ჩვენს ოჯახში, როდესაც ყველაზე დიდი ტრაგედია დატრიალდა.

    ეს ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა თითქოს იმედის სხივი, რომ გადავრჩებოდით ამ ტრაგედიას. დღეს არის ნიკას დაბადების დღეც და ესეც სიმბოლურია, რომ დღეს პირველ კომენტარს თქვენთან ვაკეთებ ნიკას და ნანუკასთან დაკავშირებით.

    ჩვენთვის ნიკა არის ის სხივი, რომლითაც ნიკამ და ნანუკამ გოგიჩა გააცოცხლეს და ჩვენთვის გოგიჩას სხივია ის პატარა, რომელსაც ახლა ველოდებით, აგვისტოში,“- ამბობს ნათია ბანძელაძე „დაიჯესტთან.“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !