More

    გოლეთიანის დიაგნოზს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ბანალური ნარცისიზმი – ზაალ ანჯაფარიძე

    spot_img
    ანალიტიკოსი - ზაალ
ანჯაფარიძე

    „ვარლამ გოლეთიანი თან მეცოდება, რადგანაც პაიკია სხვების ხელში, თან არა, რადგანაც, როგორც ჩანს, შეგნებულად მიდის ამაზე“ – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და ვარლამ გოლეთიანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად გოლეთიანმა საზოგადოებას მოუწოდა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არა აღლუმზე, არამედ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ.

    მისი თქმით, პარტიების და აქტივისტების ასეთი აქტიური მოწვევა აქციაში ჩართვისკენ, უკვე გვაჩვენებს თუ საითკენ მიდის პროცესი:

    „ის ზედიზედ უშვებს მძიმე შეცდომებს. თბილისში ჩამოსვლის პირველივე დღეს დედაქალაქის პარალიზება გამოაცხადა, თითქოს თბილისი მისი სათარეშო საადგილმამულო იყოს. დღეს უკვე სახელმწიფო სიმბოლოებს დაესხა თავს და საკუთარი თავი გააიგივა ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, რომელიც ხალხმა თურმე მასთან უნდა აღნიშნოს და არა საერთო სახელმწიფო აღლუმზე. რატომღაც ჰგონია რომ აქაური საზოგადოება ამ ყველაფერს გაუტარებს.

    გოლეთიანის დიაგნოზს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ბანალური „ნარცისიზმი“ – თითქმის ყველა სიმპტომი სახეზეა. თუმცა, თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, შესაძლოა, უფრო საფრთხის შემცველი სურათი დავინახოთ – დაგეგმილი მორიგი რევოლუცია.

    როგორც ვხედავთ ეკოლოგიურმა და სხვა მოთხოვნებმა უკან გადაიწია და წინ უკვე პოლიტიკური მოთხოვნებია. პარტიების და აქტივისტების ასეთი აქტიური მოწვევა აქციაში ჩართვისკენ, უკვე გვაჩვენებს თუ საითკენ მიდის პროცესი“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !