More

    გოლეთიანი დამოუკიდებლობის დღისადმი აღლუმის ჩაშლის მოწოდებით გამოდის, დამაფიქრებელია! – ლევან ნიკოლეიშვილი

    spot_img
    ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

    „ვინ, როგორ და რა მიზნით დაგეგმა ეს აქცია, ამით აუცილებლად შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ, და არა მარტო უნდა დაინტერესდნენ არამედ სიმართლეც უნდა დაადგინონ და ასევე აუცილებლად უნდა უთხრან საზოგადოებას!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციას.

    როგორც ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს, გოლეთიანი სიტუაციის დაძაბვას ცდილობს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი აღლუმის ჩაშლის მოწოდებით გამოდის:

    „ნამაჰვასენსის წინააღმდეგ პროტესტი, რომ არა მხოლოდ ნამაჰვანენსის წინააღმდეგ პროტესტია, ესეც ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება, იმ ფონზე როდესაც ორგანიზატორი ყმაწვილი, მუდმივად დედის კარნახით (ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე გამახსენდა), ჯერ დედაქალაქის პარალიზებას აანონსებს, მერე უარს აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ქუჩაში ჩამოდი და იქ დავილაპარაკოთო…

    მერე კი მსვლელობას იწყებს თავისი მხარდამჭერებით, უფრო სწორედ აქეთ-იქით უაზროდ დაატარებს და სიტუაციის დაძაბვას ცდილობს, ბოლოს კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი აღლუმის ჩაშლის მოწოდებით გამოდის. დამაფიქრებელია, ძალიან დამაფიქრებელია და სულაც არ მეჩვენება ეს ყველაფერი შემთხვევით!

    ეს არ არის დემოკრატია და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ამას სხვა რამე ჰქვია და ამ სხვა რამეს სხვა პასუხი უნდა გაეცეს! ეს პასუხი კი შემდეგი უნდა იყოს – ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ სხვადასხვა სცენარით ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობებს!“ – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !