More

    გორში მომხდარი მკვლელობა, სავარაუდოდ, facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა

    spot_img
    პოლიცია

    გორში შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავი, 45 წლის ზურაბ რიკრიკაძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. „კურიერის“ ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული კრიმინალური „ავტორიტეტი“ შალვა გულიაშვილია, მეტსახელად „სემსოტა“.

    მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ, 16-წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ დატოვა.

    გავრცელებული ინფორმაციით, გორში მომხდარი დაპირისპირება, რომლის დროსაც 45 წლის ზურაბ რიკრიკაძე მოკლეს, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო დაიწყო.

    „კურიერის“ ინფორმაციით, გარდაცვლილს არ მოეწონა მისი „ფეისბუქ“ მეგობრის მიერ დაწერილი კომენტარი და მის ავტორს შეხვედრა სთხოვა. მამაკაცი შეხვედრაზე თანმხლებ პირთან ერთად მივიდა. სწორედ მას ეძებენ სამართალდამცველები.

    ახლობლები მომხდარში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ბრალეულობას გამორიცხავენ.

    „ციხეში იჯდა ბავშვური შეცდომების გამო და გაუთვითცნობიერებლად გააკეთა რაც გააკეთა. მანქანის გატაცება და რასაც თქვენ ამბობთ, მკვლელობა, დაუჯერებელია. შალვა არ იქნება მკვლელი,“ -აცხადებს მზია ბზიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !