More

    გორში მომხდარი მკვლელობისთვის, სავარაუდოდ, კრიმინალური ავტორიტეტი „სემსოტა“ დააკავეს

    spot_img
    უბედური- შემთხვევა

    გორში შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავი, 45 წლის ზურაბ რიკრიკაძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. „კურიერის“ ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული კრიმინალური „ავტორიტეტი“ შალვა გულიაშვილია, მეტსახელად „სემსოტა“.

    მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ, 16-წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ დატოვა.

    გავრცელებული ინფორმაციით, გორში მომხდარი დაპირისპირება, რომლის დროსაც 45 წლის ზურაბ რიკრიკაძე მოკლეს, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო დაიწყო.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, სავარაუდოდ, დაკავებულია.

    რიკრიკაძეს დამნაშავემ 10-მდე ტყვია ესროლა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !