More

    გურამ მაჭარაშვილი გახარიაზე: ლოგიკასთან ახლოსაა, მისი ნაბიჯები რადიკალური ოპოზიციის მიზნებს ემსახურებოდეს

    spot_img
    „ქართული ოცნების“
დეპუტატი გურამ
მაჭარაშვილი Digest.ge

    კითხვის ნიშანი რჩება იმასთან დაკავშირებით, რატომ გადადგა პრემიერ-მინისტრი და რატომ სთხოვს საზოგადოებას „გამხადეთ მეორედ პრემიერ-მინისტრი, რომ უფრო კარგად ვიმუშაო“, – ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

    საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, გიორგი გახარიას დღემდე არ გაუცია არგუმენტირებული პასუხი მისი გადადგომის მიზეზის შესახებ კითხვაზე.

    „ჯერ ერთი, რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ ისევ არ გაიქცევა თანამდებობიდან? და მეორე, ძირითად კითხვაზე პასუხი – რატომ გადადგა, რა იყო არგუმენტი, მას პასუხი არ გაუცია. აქედან გამომდინარე, ბუნდოვანება, რაც მან თავად შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში თავისი სახით, მეტყველებს იმაზე, რომ ახლოს იყოს ლოგიკასთან, რადიკალური ოპოზიციის მიზნებს ემსახურებოდეს მისი ნაბიჯები“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !