More

    დაათვალიერეთ მილიარდერების სახლები, რომლებიც მოკრძალებულად ცხოვრობენ

    spot_img
    მარკ ცუკერბერგი

    მილიარდერების უმეტესობა მდიდრულ სახლებსა და ვილებში ცხოვრობს. თუმცა, გარკვეულ მათგანს კერძო საკუთრებაში ეკონომიის გაკეთება და თანხის სხვა მიზნებისათვის შენახვა ურჩევნია.

     

    გთავაზობთ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას, რომლებიც მოკრძალებულ სახლებში ცხოვრობენ.

    მარკ ცუკერბერგი

    მარკი პოლო ალტოში 7 მილიონ დოლარად შეძენილ სახლში ცხოვრობს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Facebook-ის შემქმნელი 120 მილიარდზე მეტს ფლობს ეს მისთვის ნამდვილად ბიუჯეტური შენაძენია.

    ტონი შეი

    Zappos-ის გენერალური დირექტორი ტონი შეი ლას-ვეგასში, ტრეილერ პარკში ცხოვრობს.

    ტრეილერების ღირებულება 25,900 დოლარიდან იწყება და $139,900-ს აღწევს.

    უორენ ბაფეტი

    ბაფეტი Forbes-ის მილიარდერების სიაში მე-6 ადგილს იკავებს. მისი ქონება 109.2 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი დღემდე ახალგაზრდობის პერიოდში შეძენილ სახლში ცხოვრობს.

    ნებრასკაში მდებარე სახლი ბიზნესმენმა 1958 წელს $31,500-ად შეიძინა და თვლის, რომ ეს მის ცხოვრებაში მესამე ყველაზე გონივრული ინვესტიცია იყო.

    წყარო: report.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !